logo
ENG



სასამართლომ "ქურდული სამყაროს" წევრობაში ბრალდებული 10 პირი დამნაშავედ ცნო

07 მარ 202416:30
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/07/ezsmzmvsqu3p1jo.jpg

თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო 10 პირი, რომლებიც "ქურდული სამყაროს" წევრობაში იყვნენ ბრალდებული. 

პროკურატურის ცნობით, მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ საზღვარგარეთ მყოფი "კანონიერი ქურდების" დავალებით და დისტანციურად მონაწილეობით, ე.წ. ქურდული სამყაროს წევრებმა თბილისში "ქურდული გარჩევა" მოაწყვეს, სადაც ფინანსური დავა განიხილეს და ერთ-ერთ მოდავე მხარეს 80 000 ლარის გადახდა დააკისრეს. 

პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება "კანონიერი ქურდობის" მუხლით, ხოლო 9-ს "ქურდული სამყაროს" წევრობის მუხლით წარუდგინა. 

საქალაქომ ერთ ბრალდებულს 10 წლით, 3 პირს 8 წლით, ხოლო 5-ს 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. 

"რაც შეეხება "ქურდული სამყაროს" წევრობის ფაქტზე კიდევ ერთ ბრალდებულს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მისი ქმედება გადაკვალიფიცირდა "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერად და სასჯელის სახით 3 წლით და 6 თვით თავისუფლება აღკვეთა განესაზღვრა. დასაბუთებული განაჩენის მიღების შემდგომ, ბრალდების მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას აღნიშნულ პირთან მიმართებაში სააპელაციო წესით გაასაჩივრებს", - აცხადებს პროკურატურა. 

 

close დახურვა